1 1 : 4 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილი არის, 200 ლარი დაერიცხება" - გირგი გახარია

გახარიამ ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ აღნიშნა, ეს დახმარება განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებსა და სოციალურად დაუცველებზეა გათვლილი.

„17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვს, იმის მიუხედავად, ოჯახში რამდენი შვილი არის, 200 ლარი დაერიცხება. შეძლებული ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ ამ დახმარებაზე უარი თქვან, რა თქმა უნდა, უარს იტყვიან. ეს 200 ლარი არის გათვლილი თითოულ ბავშვზე. დღეს საქართველოში არის 880 ათასი ბავშვი, განსაკუთრებით მრავალშვილიან ოჯახებში, რომელმაც ეკონომიკური კრიზისის დარტყმას უნდა გაუძლოს, ყველაფერთან ერთად ნორმალურ სასწავლო პროცესში შევიდეს. დამანახეთ ამ ქვეყანაში ერთი ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ ეს არასწორი ნაბიჯი იყო. მანახეთ ეს ერთი ადამიანი, თვალებში მინდა ჩავხედო. მაშინ როდესაც ყველა საერთაშორისო კვლევით არის გათვალისწინებული, რომ საქართველოში ყველაზე მეტი სოციალურად დახმარება სჭირდებათ ბავშვებს. შესაბამისად, ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, განათლება უნდა გაგრძელდეს“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები