0 0 : 0 3
 | 

პოლიტიკა

ინფორმაცია, რომ ჭავჭავაძის პარალიზება ადეიშვილმა დაგეგმა, ყალბმა ანგარიშმა გაავრცელა

5 აგვისტოს facebook მომხმარებელმა, სახელწოდებით Davit Gelashvili, გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს იგი ერთ-ერთ კაფეში სახელწოდებით ბუფფალინო შვილთან ერთად იმყოფებოდა, სადაც ქართველი გენერლის, გიგი კალანდაძის და მეორე უცნობი პირის დიალოგს შეესწრო. პოსტის მიხედვით, ისინი ადეიშვილის გეგმით ჭავჭავაძის გამზირის პარალიზების შესახებ საუბრობდნენ.

Davit Gelashvili, წერდა, რომ ამ პირებს შორის ასეთი დიალოგი შედგა:

"არა ძმაო, რა, მართლა მოზგი და შენძრეულია ზურა!" – "ვინ ზურა?" - ეკითხება მეორე, - "ადეიშვილი, ბიჭო, ხომ იცი რა მოიფიქრა? ჩვენს აქტივს თბილისში დაავალა ჭავჭავაძეზე ხშირად იმოძრაონ მანქანებით და ყოველ დღე 2-3 მანქანა ვითომ უნდა გაგიფუჭდეთ და მოძრაობა გაჭედოთ, რომ რაც შეიძლება ბევრი ხალხის უკმაყოფილება მოჰყვესო".

 

ანგარიში, რომელიც ამ ინფორმაციას აქვეყნებს, ყალბია. გუშინ გამოქვეყნებულ პოსტშივე ის წერს, რომ სოციალურ ქსელში არ აქტიურობს, თუმცა მის გვერდზე გამოქვეყნებულ ფოტოებს ძველი თარიღი აქვს მითითებული, რეალურად კი, ყველა მათგანი გუშინ, გვიან ღამით, უკვე 5 აგვისტოთი თარიღდება. Facebook-ს აქვს ფუნქცია, რომელიც ძველი თარიღით გამოქვეყნებული პოსტის ნამდვილ თარიღს აჩვენებს. როგორც ჩანს, პოსტების გამოქვეყნების დრო სპეციალურად შეცვალეს.

ინფორმაციას on.ge აქვეყნებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები