1 5 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

ყაზახეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში 42 წლის ლევან გრემელაშვილის თანასოფლელები ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, ის საქართველოდან რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა და ბიზნესსაქმიანობით იყო დაკავებული.

ოჯახის წევრები მომხდარზე არ საუბრობენ. მეზობლებისთვის კი მკვლელობის კონკრეტული მოტივი უცნობია, თუმცა იციან, რომ კაცი მისმა ქართველმა ნაცნობმა მოკლა, რომელიც ბრალს აღიარებს.

გრემელაშვილი ცივი იარაღით მოკლეს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალებამდე მან მკვლელის ვინაობა დაასახელა, რის შემდეგაც სამართალდამცველები კვალზე დროულად გავიდნენ.

გადმოსვენების საკითხთან დაკავშირებით ოჯახი საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მუდმივ კონტაქტზეა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები