0 8 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ თანამდებობა დატოვა. მან განცხადება პოსტიდან წასვლის თაობაზე უკვე დაწერა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ალექსანდრე მოწერელიამ თავად განუცხადა.

მისი თქმით, პირველი აგვისტოდან გუბერნატორის მოვალეობას მისი პირველი მოადგილე მალხაზ თორია შეასრულებს. ალექსანდრე მოწერელია სახელისუფლებო პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა სამეგრელო-წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის მაჟორიტარულ ოლქში.

რაც შეეხება მალხაზ თორიას, ის 2020 წლის 6 აპრილს დაინიშნა გუბერნატორის პირველ მოადგილედ, მანამდე კი, სხვადასხვა ძალოვან უწყებაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები