1 6 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

""ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები მეტყველებს იმაზე, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაკოტრებულია"- სალომე სამადაშვილი

 "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატებ შეფასა, მისივე თქმით, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მმართველ გუნდს ახალი სახეების მოზიდვის რესურსი არ აქვს.

 "მაჟორიტარობის კანდიდატებით კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ "ქართული ოცნება", როგორც პოლიტიკური ძალა, სრულიად გაკოტრებულია. ისინი ძალიან ბევრს საუბრობდნენ იმაზე, რომ ახალი კადრების მოზიდვის რესურსი აქვთ და საზოგადოებისთვის ახალი სახეების წარდგენას აპირებდნენ. დღეს კი ვნახეთ, რომ არათუ არანაირი სიახლე არ არის წარდგენილ მაჟორიტარობის კანდიდატებში, არამედ ესაა ხალხი, ვინც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ხელისუფლებას ემსახურებოდა. მათი ერთადერთი ღირსება და გამაერთიანებელი თვისება არის ის, რომ უსიტყვოდ დაემორჩილებიან ბიძინა ივანიშვილის  ყველა მითითებას. მაჟორიტარების ეს სია კიდევ ერთხელ გვარწმუნებს იმაში, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციის ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება გარდაუვალია,"- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები