1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი" - სახალხო დამცველი პრეზიდენტის განცხადებაზე

არ აქვს მნიშვნელობა ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა ძალადობაა და საჯარო პირების შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პრეზიდენტის განცხადების კომენტირებისას უთხრა.

„არ ვიცი ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფურად, ძალადობა არის ძალადობა და ეს არის კრიმინალი. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საჯარო პირების განცხადებებს და შეფასებებს. არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება. ძალიან მნიშვნელოვანია, რა გზავნილებს გაავრცელებენ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები ამ საკითხთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს მესიჯი ასე აღიქმება, რომ თუ ერთი ერთზე იყო დაპირისპირება, ეს უფრო მისაღებია ან ჯდება ქართულ ტრადიციებში. ეს მსოფლმხედველობა არის შესაცვლელი. ჩვენს საზოგადოებაში არის შესაცვლელი წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალადობა ერთი ერთზე იქნება თუ ჯგუფური, ეს არის კრიმინალი, მიუღებელია და ვაჟკაცობა გამოიხატება არა ძალადობაში ან თუნდაც ფიზიკურ დაპირისპირებაში, არამედ სხვა ღირებულებებში - სამშობლოს სიყვარულში, დაჩაგრულის დაცვაში და ა.შ.", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები