1 4 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი: "მამა 80 წლის არის, დედა 74 -ის, როდესაც დამაპატიმრეს, მე მათ ვთხოვე, დამლოდებოდნენ და ეს პირობა შემისრულეს.."

"მამა 80 წლის არის, დედა 74 -ის, როდესაც დამაპატიმრეს, მე მათ ვთხოვე, დამლოდებოდნენ და  ეს პირობა შემისრულეს.." - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა უკრაინელ ჟურნალისტთან გულახდილ ინტერვიუში განაცხადა.

გორდონის კითხვაზე, საპატიმროში, უმძიმესი პირობებში მყოფს, ეცოდებოდა თუ არა საკუთარი თავი, ყოფილ შს მინისტრმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტად უჭირდა ის, რომ  აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზების გამო, მას ოჯახის წევრებთანაც კი, კომუნიკაცია მაქსიმალურად  შეზღული ჰქონდა

"რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრი დავკარგე მთელი ამ წლების განმავლობაში. წარმოიდგინე, ჩემი უმცროსი ვაჟი ახლა გავიცანი. როდესაც დამაპატიმრეს, ის იყო 3 წლის და ახლა არის 10 წლის. ვამაყობ მისით, ძალიან ჭკვიანი და განვითარებული ადამიანია.

ზოგადად, ოჯახის წევრების ნახვის შესაძლებლობა მქონდა თვეში ერთხელ, ერთი საათით. ამასთან, მინის კედელი იყო ჩვენს შორის და ესეც ძალიან რთული იყო.  მქონდა   გრძელვადიანი პაემნის უფლებაც,  8 თვეში ერთხელ, თუმცა ეს ფსიქოლოგიურად იმდენად არაკომფორტული აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ერთხელ გამოვიყენე "

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები