1 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვანო მერაბიშვილი: პატრულის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, რადგან შესაძლოა, ვიღაცა ვიღაცის ნათესავი, მეგობარი ან ნაცნობი იყოს

უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა  საქართველოს ყოფილ შს მინისტრთან ვანო მერაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, სადაც ძირითადი აქცენტი შს სამინისტროში გატარებულ რეფორმებზე გაკეთდა. 

გორდონმა გაიხსენა ორი წლის წინანდელი ამბავი, როდესაც ის თბილისს სტუმრობდა და ერთ-ერთ რესტორანში, ფიზიკური დაპირისპირების მომსწრე გახდა. ჟურნალისტი გაოცებული კითხულობდა, რატომ მივიდა პოლიცია 20 წუთის დაგვიანებით შემთხვევის ადგილზე და ამავე დროს, რატომ იყო ის  სრულიად უმოქმედო მდგომარეობაში

"დღეს პატრული კორუმპირებული არ არის, მაგრამ ისინი არიან შეშინებული. მათ სპეციალურად დააგვიანეს, რადგან არ იყვნენ დარწმუნებული  იმაში, რომ ამის გამო ვიღაცას სამსახურიდან არ გაუშვებდნენ, არ უსაყვედურებდნენ და ა.შ.

ჩვენ დროს, პარლამენტის წევრსაც არ შეეძლო კანონის დარღვევა,  თუკი რომელიმეს დააჯარიმებდნენ, ვერც გაბედავდნენ, რომ ჩემთან დაერეკათ.

დღეს, პატრულის თანამშრომლებს გადაწყვეტილების მიღება უჭირთ, რადგან შესაძლოა, ვიღაცა ვიღაცის ნათესავი, მეგობარი ან ნაცნობი იყოს.

დღეს, საქართველოში პირველ ადგილზე არიან კრიმინალები, საარჩევნო პროცესიც სწორედ მათ მიჰყავთ, აშინებენ მშვიდობიან აქტივისტებს, ცემენ და ამას არც მალავენ.  ეს ყველაფერი კარგად ჩანს, თუკი ნახავთ ნებისმიერ საარჩევნო კადრებს.  ამით ისინი თავს საჭირო ადამიანებად თვლიან და თავისთავად, ეს არ მოსწონს პოლიციას, თუმცა რას იზავენ?კარგად ესმით, რომ ამ ადამიანებს უფრო დიდი გავლენა აქვთ, ეს კი დიდი ტრაგედიაა."

კომენტარები

მსგავსი სიახლეები