0 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჟურნალისტი დიმიტრი გორდონი ვანო მერაბიშვილზე: “აღფრთოვანებული ვარ მისი მიზანდასახულობით, სიმამაცითა და ინტელექტით..”

ჩამოტვირთვა

უკრაინელმა ჟურნალისტმა დიმიტრი გორდონმა ვანო მერაბიშვილთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ჟურნალისტი ერთ-ერთ გადაცემაში აღფრთოვანებას ვერ მალავას საქართველოს ყოფილი შს მინისტრის მიმართ და ასე ახასიათებს ვანო მერაბიშვილს: 

“გუშინ ჩავწერე ინტერვიუ ისეთ ადამიანთან, რომ ღამე ვერ დავიძინე - ვანო მერაბიშვილზე ვსაუბრობ. ეს არის ადამიანი, რომელიც 8 წელი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მან გაატარა ბრწყინვალე რეფორმები პოლიციაში, შემდგომ იყო პრემიერ მინისტრი და როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ყველა მიმოიფანტა - ის კი დარჩა სახლში. შემდეგ ჩასვეს ციხეში 6 წლით და 8 თვით, ეს პერიოდი მან გაატარა სრულიად მარტომ  საპტიმროში.

წარმოიდგინეთ, თითქმის 7 წელი.. ასეთ ადამიანთან ჩავწერე ინტერვიუ და აღფრთოვანებული ვარ მისი მიზანდასახულობით, სიმამაცით, ინტელექტით. ღამე ვერ დავიძინე, არ ვაჭარბებ, იმდენად აღფრთოვანებული ვიყავი მისით და ვფიქრობ, ეს ინტერვიუ ხალხსაც ძალიან მოეწონება” - აღნიშნა გორდონმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები