1 0 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილი ისევ სოციალური ქსელით გამოჩნდა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი გამოჩენა ტიკ-ტოკის სკანდალური ვიდეოს შემდეგ - ბიძინა ივანიშვილი ამჯერადაც სოციალურ ქსელში გამოჩნდა. ის ქართველ მსახიობს, კახი კავსაძეს დაბადების დღეს ულოცავს. პარტიის თავმჯდომარის განცხადებას "ოცნების" ოფიციალური "ფეისბუქ" გვერდი ავრცელებს.

"უდიდესი სიყვარულითა და პატივისცემით ვულოცავ დაბადების დღეს დიდ არტისტს და დიდ კაცს - კახი კავსაძეს. მადლობა იმ სითბოსა და სიკეთისთვის, რომელსაც მისი თითოეული გამოჩენა გვანიჭებს ქართველებს, იმედითა და სიყვარულით გვავსებს. კახი კავსაძის მიერ უნიკალური ოსტატობითა და საოცარი გულწრფელობით შექმნილი სახეები კინოსა და თეატრში ქართული კულტურის საგანძურში კუთვნილ და გამორჩეულ ადგილს იკავებს.
ბატონი კახი ყველა ღირსებით შემკული ადამიანია - კაცთმოყვარე და სამშობლოს მოყვარული, ნიჭიერი და შრომისმოყვარე, უღალატო მეგობარი და უბრალოდ ერთგული კაცი.
კიდევ ერთხელ ვულოცავ დაბადების დღეს ჩემი და ჩემი მეუღლის საყვარელ მეგობარს, მთელი ჩემი ოჯახისთვის ძვირფას ადამიანს - კახი კავსაძეს. ვუსურვებ ჩვეულ მხნეობას, შემართებას და დიდხანს სიცოცხლეს," -  წერს ივანიშვილი მისალოც წერილში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები