0 5 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით? - სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს

ჩამოტვირთვა

ეკლესიიდან გამოსული რომ არ ვაკეთებ კომენტარებს დღემდე არ იცით?- ასე უპასუხა სიონის ტაძრიდან გამოსულმა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას თუ რას ფიქრობს კანონპროექტზე, რომლის თანახმადაც საპატრიარქოს ტყის გარკვეული ფართობი უნდა გადაეცეს.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტი „საქართველოს ტყის კოდექსსა“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იხილავს. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, არაუმეტეს 20 ჰა თითოეულის შემთხვევაში და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები