0 3 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დევიდ მაკალისტერი - ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მივესალმები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, რაც 15 მაისს მოხდა, - ამის შესახებ ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა, დევიდ მაკალისტერმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს 8 მარტის შეთანხმების შესრულების მნიშვნელოვანი ნაწილია.

„თუმცა, აღსანიშნავია, რომ ერთი პოლიტპატიმარი - გიორგი რურუა - ჯერ კიდევ ელოდება გათავისუფლებას. მე მინდა კითხვით მივმართო საგარეო ქმედებათა სამსახურის გენერალურ დირექტორატს – თუ წარმოადგენს ეს ჩვენთვის პრობლემას და რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ 8 მარტის შეთანხმების თანახმად, ყველა პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდეს,“ – განაცხადა მაკალისტერმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები