1 4 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშეც დაწესდება

 გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საკოორდინაციო საბჭოზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების, პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლების კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდა, რომ შესაძლებელია, გარკვეული ტიპის შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგაც დარჩეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ მოქმედ კანონმდებლობაში შევიდეს გარკვეული ცვლილებები, რათა პანდემიასთან ბრძოლის პოზიტიური შედეგი არ დავკარგოთ.

 მისი თქმით, იმისათვის, რომ არ გახდეს აუცილებელი და დისკომფორტი არ შეექმნას საზოგადოებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გამო, კანონმდებლობაში უნდა იყოს ისეთი ცვლილებები, რომელიც მისცემს საშუალებას მთავრობას, რომ კონკრეტულ ლოკაციაზე დააწესოს საკარანტინო ზონა.

„ან გადაადგილების შეზღუდვა, ან სხვა ტიპის უფლებების შეზღუდვა, თუკი ეს გახდა საჭირო COVID- 19- ის გავრცელებასთან  დაკავშირებით", - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები