1 3 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“თუ იქნება საჭირო შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“, - გახარია


პრემიერმა გახარიამ დღეს კორონავირუსით ინფიცირებული პირველი გარდაცვლილი ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან არ იქნება.

„მსგავსი შემთხვევების მინიმიზაციისთვის ჩვენ ვდგამთ მკაცრ ნაბიჯებს. ამ გარდაცვალების შემთხვევამ ჩვენ უნდა დაგვანახოს და დაგვარწმუნოს, რომ ამ ბრძოლაში კომპრომისი არ არსებობს და სიმკაცრე ნაბიჯების, ეს არ არის ვიღაცის სურვილი, ეს არის ის ტრაგიკული აუცილებლობა, რომელიც თითეულმა ჩვენგანმა უნდა დავიცვათ. ჩვენ, პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ჩვენი მშობლების, მოხუცებულების წინაშე. არანაირი კომპრომისი ადამიანის სიცოცხლეებთან დაკავშირებით არ იქნება და თუ იქნება საჭირო შემდგომი ღონისძიებების გამკაცრება, რა თქმა უნდა, ამ ღონისძიებებს გავამკაცრებთ“, - განაცხადა გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები