1 7 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“თანავუგრძნობთ საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ არ დავუშვებთ რომ ეს სენი ოსეთში გაავრცელონ”

საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში ეპიდემიის რეალური მასშტაბების დამალვას ცდილობს, – განაცხადა ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ.-მა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დიმიტრი მედოევმა.

„სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვრის დარღვევის ფაქტების ზრდა იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში ჰუმანიტარული კატასტროფა მწიფდება. ხალხი იძულებულია ქვეყნიდან გაქცევის ნებისმიერი საშუალება გამოძებნოს, რათა თავი დააღწიოს კორონავირუსს. თანავუგრძნობთ საქართველოს მოსახლეობას ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო, მაგრამ ეს, პირველ რიგში, საქართვცელოს ხელისუფლების პრობლემაა, რომელიც ქვეყანაში ეპიდემიის რეალური მასშტაბების დამალვას ცდილობს“

ე.წ.-მა მინისტრმა ასევე ურჩია საქართველოს ხელისუფლებას, ქართველი ხალხის საჭიროებებს უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს.

„სამხრეთ ოსეთში სიტუაცია მკაცრი კონტროლის ქვეშ არის. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ეს სენი სამხრეთ ოსეთში საქართველოდან გავრცელდეს“, – დასძინა მან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები