1 0 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

„ვცდილობთ, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გავუმკლავდეთ ამ ყველაფერს, თუმცა ამის გარანტია არა თუ საქართველოში, მსოფლიოშიც არ არსებობს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა ცდილობს, რომ სააღდგომო დღესასწაულებამდე გაუმკლავდეს ამ ყველაფერს, თუმცა ამის გარანტია არ არსებობს. პრემიერი იმედოვნებს, რომ გადადგმული ნაბიჯები საშუალებას მოგვცემს უმოკლეს ვადებში მოვაგვაროთ პრობლემა.

„ეს გადაწყვეტილებები დავიწყეთ იმიტომ, რომ მაქსიმალურად სწრაფად გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელების ეტაპს, შიდა გავრცელების ეტაპს. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი და ვცდილობთ, ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, ზოგ შემთხევაში ასე სწრაფად და შეიძლება ხისტადაც იმისთვის ვმოქმედებთ, რომ მსგავსი დისკომფორტი და უხერხულობა არ შევუქმნათ არც ჩვენს მრევლს, არც ეკლესიას და არც რიგით მოქალაქეებს. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ აქამდე არ მივიდეს და მანამდე სააღდგომო დღესასწაულამდე გავუმკლავდეთ. თუმცა ამის გარანტია არათუ საქართველოში, გლობალურად, მსოფლიოში არ არსებობს. იმედია, ჩვენი დღევანდელი ნაბიჯები და ის დამოკიდებულება, რომლითაც ამ ნაბიჯებზე საქართველოს მოქალაქეები გვიპასუხებენ, მოგვცემს იმის საშუალებას, რომ უმოკლეს ვადებში ეს პრობლემა შედარებით, ასე თუ ისე მოვაგვაროთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები