2 0 : 1 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

თამარ გაბუნია - კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის დადგენილი წესების შესრულება სავალდებულოა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის შესახებ დადგენილი წესების შესრულება სავალდებულოა და ის მაქსიმალური სიზუსტით უნდა შესრულდეს.

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა სრული პაკეტი იმ რეგულაციების და წესების, რაც ყველამ სახვადასხვა გარემოში უნდა გაითვალისწინოს. ამდენად, ჩვენც რა თქმა უნდა, სრულად შესაბამისობაში ვართ იმ საერთო პაკეტთან რეგულაციების, რაც მსგავს სიტუაციაში უნდა იყოს დაცული. ეს წესები არის შესასრულებლად სავალდებულო, რადგან დაკავშირებულია განსაკუთრებულად მნიშვნელოვან საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრობლემასთან. ამდენად ყველა ის წესი, რომელიც ამ კონკრეტულ წესთან ერთად გამოიცა მინისტრის ბრძანებით, უნდა შესრულდეს მაქსიმალური სიზუსტით,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა, კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი ადამიანების დაკრძალვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

დოკუმენტის თანახმად, კორონავირუსის ეპიდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტის გარდაცვალების შემთხვევის მართვის დროს დაცული უნდა იყოს ინფექციის კონტროლის კონკრეტული ღონისძიებები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები