1 4 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ათზე მეტი ადამიანის თავშეყრა დასაშვებია სამედიცინო და საჯარო დაწესებულებებში, თავდაცვის ძალებსა და პენიტენციურ დაწესებულებებში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საგანგებო მდგომარეობის დროს სხვადასხვა მიმართულებებით დაწესებული გარკვეული დაშვებების შესახებ ისაუბრა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, 10-ზე მეტი პირის თავშეყრა დასაშვებია საზოგადოებრივ ტრანსპორტში, თუ მას არ შეუჩერდა საქმიანობა საგანგებო მდგომარეობის გამო.

ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, თავშეყრის შეზღუდვა არ ეხება სამშენებლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებას.

„ასევე ელექტრო კომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებისა; სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციისა; საქონლის, პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციისა, თუ საცალო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება-რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების, წვდომის გარეშე; შეზღუდვები ასევე არ ეხება პრესის ჯიხურებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები