1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

საქართველოში წარმოებული პირბადეების პირველი პარტია მზად ხვალისთვის იქნება

საქართველოში პირბადეების წარმოება დაიწყო.  პროდუქციის პირველი პარტია მზად ხვალ იქნება.

„ნედლეული მიღებული გვაქვს და დავიწყეთ წარმოება. ხვალ დილიდან უკვე შეგვიძლია მზა პროდუქცია მივაწოდოთ ეკონომიკის სამინისტროს“,- აღნიშნა „აჭარა ტექსტილის" ფინანსურმა დირექტორმა, გია ლომინაძემ.

მისივე თქმით, კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს სოციალური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, 500 000 პირბადის უსასყიდლოდ დამზადება შესთავაზა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები