0 5 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარიამ სამთავრობო უწყებებს და კერძო სტრუქტურებს დისტანციურ მუშაობაზე გადასვლისკენ მოუწოდა

გიორგი გახარიამ სამთავრობო უწყებებს და კერძო სექტორს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის რეკომენდაცია მისცა. შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა.

„საქართველოს მთავრობას და სახელმწიფო ყველა უწყებას ეძლევა რეკომენდაცია მაქსიმალურად, შესაძლებლობების ფარგლებში, გადავიდეს დისტანციური შრომის პირობებზე. და თითოეული თანამშრომელი, რომლის ადგილზეც ყოფნა არ არის აუცილებელი, იყოს დისტანციურ რეჯიმში გადაყვანილი. ასეთივე რეკომენდაცია ეძლევა ყველა კერძო სტრუქტურას და ყველა კერძო ორგანოს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები