1 4 : 3 9
 | 

პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილს ბრალი წარუდგინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წარუდგინეს.

„აბსურდია, როგორც ჩანს, პროკურატურამ ეს ნაწილი ცალკე გამოყო და ცალკე განიხილა, რაც არის სისულელე. არ მჯეროდა ბოლომდე, რომ ასე იქნებოდა, მაგრამ ჩემი ყურით მოვისმინე პოლიციელებისგან“, - განაცხადა დეკანოიძემ.

შეგახსნებებთ, 24 იანვარს, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის საკრებულოში ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები