1 5 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

სრულ განაკვეთზე მომუშავე მასწავლებლების ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება

"განათლების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საკითხის შესაბამისად პროფესიული განათლების მასწავლებლებს საათობრივი ანაზღაურება მნიშვნელოვნად გაეზრდებათ და სრულ განაკვეთზე მომუშავე პედაგოგების საშუალო ხელფასი დაახლოებით 1 800 ლარი გახდება," - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობა 2020 წელს მნიშვნელოვან ყურადღებას დაუთმობს განათლებას, რაც დასაქმების გაზრდისა და შრომის ბაზარზე არსებული დისბალანსის აღმოფხვრის საფუძველი უნდა გახდეს.

"მოგეხსენებათ, ჩვენ ვახორციელებთ სისტემურ რეფორმას განათლების სისტემაში და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეს გახლავთ საშუალო განათლების კომპონენტი, უკვე 2020 წლიდან ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას, რაც უნდა გახდეს საფუძველი დასაქმების გასაზრდელად, ასევე იმ დისბალანსის აღმოსაფხვრელად, რაც ჩვენ შრომის ბაზარზე გაგვაჩნია," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები