1 7 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის

ოპოზიციის წევრებსა და ოფისებზე თავდასხმის იდეა ივანიშვილის რეჟიმის იდეოლოგს, ლაშა ნაცვლიშვილს ეკუთვნის. ამის შესახებ ინფორმაცია „ქართული ოცნების“ ოფისიდან, კერძოდ კი, კახი კალაძის გარემოცვიდან მოვიპოვეთ. 

„ქართულო ოცნების“ ცენტრალური ოფისის ერთ-ერთი წარმომადგენელის ცნობით, ძალადობრივი აქციების ორგანიზებისათვის შავი სალაროდან, პირველ ეტაპზე 400 ათასი ლარი გამოიყო.

„ამ თანხას რეგიონებზე ანაწილებენ. ადგილობრივ გამგებლებს, გუბერნატორებსა და ძალოვნებს ავალებენ აქტივისტების შეკრებას, რომლებსაც კონკრეტულ ინსტრუქციას აძლევენ. 

აქციის წინა დღეს კი, სამთავრობო მედიას აფრთხილებენ...“

წყაროს ცნობით, თბილისის მერი კახი კალაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისთან გამართული კონტრაქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო, ხვდება, რომ „შეიძლება ამ პროცესმა და ლაშა ნაცვლიშვილმა შარში გახვიოს. ამიტომ, პროცესებისგან გარიდებას ცდილობს, თუმცა დაჭერის და ივანიშვილის ეშინია". 

ვინ არის ლაშა ნაცვლიშვილი? 

ცნობილია, რომ ლაშა ნაცვლიშვილი რუსულ სპეცსამსახურებთან კავშირზე მყოფი, უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსანია. აქტიურად საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ის ნარკოდამოკიდებულია. 

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილი ივანიშვილმა გენპროკურორის მოადგილედ დანიშნა, თუმცა, იმის გამო, რომ შსს-მ ის ერთ-ერთ ბიზნესმენთან კორუფციულ გარიგებაში გამოიჭირა, სისტემიდან გააგდეს. 

ამის შემდეგ ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოდან გაიქცა და ოპოზიციასთან ვაჭრობა დაიწყო. 

კერძოდ: ნაცვლიშვილმა ოპოზიციას გარკვეული თანხის სანაცვლოდ ვიდეო-კომპრომატების გადაცემა შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ოპოზიციის ლიდერებმა რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებულ ნაცვლიშვილთან ურთიერთობა არ მოისურვეს. 

გარკვეული დროის შემდეგ, ლაშა ნაცვლიშვილმა ივანიშვილთან ურთიერთობა ოლიგარქის ნათესავის, ასევე რუსულ სპეცსამსახურებთან დაკავშირებული შმაგი კობახიძის მეშვეობით „დაალაგა“, საქართველოში დაბრუნდა და რეჟიმის იდეოლოგობა შეითავსა. 

მაგალითად: დღეს, ნაცვლიშვილს, ტროლების ფაბრიკები, სამთავრობო არხები, ფეიკ-ნიუსები და ივანიშვილის რეჟიმის მძიმე შეცდომების „გაპრავება“ აბარია. 

მან სწორედ „თავისი კომპეტენციის ფარგლებში“ შესთავაზა ოლიგარქს, საყოველთაო პროტესტის ფონზე, ოპოზიციის წარმომადგენლებსა და მათ ოფისებზე თავდასხმების ორგანიზება.

ხოლო როდესაც ძალადობრივი ქმედებების იდეის ავტორმა ნაცვლიშვილმა ივანიშვილისაგან თანხმობა მიიღო, ოპოზიციაზე თავდასხმების ორგანიზება უკვე თბილისის მერ კალაძეს, სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე გოგაშვილს, „ქართული ოცნების“ დეპუტატ სამხარაძესა და სხვებს (ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს) დაავალა. 

სწორედ ასე დაიგეგმა ძალადობა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან, ზუგდიდში, ქუთაისსა თუ ქობულეთში... 

სწორედ ნაცვლიშვილის მიერ შემუშავებული სქემის ფარგლებში გაუსწორდნენ ახალგაზრდებს მცხეთაში, როდესაც „ქართული ოცნების“ ზონდერებმა შვილის ტოლი სტუდენტები  პოლიციის თვალწინ სასტიკად სცემეს - წააქციეს და სახეში წიხლები ურტყეს. 
პოლიციას მოძლადეები არ დაუკავებია. 

რატომ? 

იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ ზონდერები ხელშეუხებლობის გარანტიით მოქმედებდნენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები