1 9 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"დააყადაღონ მათ ბანკებში არსებული ბიძინა ივანიშვილის ანგარიშები და და აიძულონ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება"

 "ლეიბორისტული"  პარტიის  შალვა ნათელაშვილი კიდევ ერთხელ მიმართავს ამერიკის 

მთავრობას და ევროკავშირს:

 "ჩვენს ქვეყანაში მოვლენები უაღესად საშიში სცენარით ვითარდება. დიქტატორად გადაქცეული ოლიგარქი ამზადებს ომს, საკუთარ ხალხთან. ამ მიზნით სახელმწიფო სტრუქტურები, პოლიცია, სასამართლო, სცეპსამსახურები, ადგილობრივი თვითმართველობა და კრიმინალიტეტი გადააქცია მშვიდობიან მომიტინგეებზე ზეწოლის ფორმირებად და იარაღად.

სანამ მოვლენები  ვენესუელას და სირიას ვარიანტში არ გადაზრდილა, დაბეჯითებით მივმართავ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და ევროპის კავშირს, გაყინონ ბიძინა ივანიშვილის ნაყაჩაღარი მილიარდები,  რაც მოგცემს საშუალებას, მოვლენები განვითარდეს მშვიდობიანად და აიძულებს ოლიგარქ დიქტატორს დათმოს ძალაუფლება მშვიდობიანი საარჩევნო მეთოდებით. ეს უნდა გაკეთდეს ძალიან სწრაფად, სანამ გვიან არ არის, ვინდაიდან სწრაფად იცვლება მოვლენები  და ჩვენ ვხვდებით მოწმენი  როგორც ფეთქდება რეგიონებიც, დედაქალაქთან ერთად, როგორც ძალადობენ მშვიდობიან მომიტინგეებზე,  როგორც ესხმიან თავს ოპოზიციური პარტიების ოფისებს, რა ბარაბაროსული, შუასაუკუნებრივი მეთოდებით ახორციელებენ რესპრესიებს მშვიდობიან ადამიანებზე, მათ შორის ახალგაზრდობაზე. პოლიცია გაფრთხილებულია, რომ ჯერ კრიმინალტეტმა და სახელმწიფო სამსახურის დანაშაულებრივი მენტალობის  მქონე ჩინოვნიკებმა სცემონ  მშვიდობიანი მომიტინგეები და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაერიოს პოლიცია_ დააპატიმროს დაზარალებულები.  ეს ვნახეთ, მცხეთაში, თბილისში,   "დამსხვრეული ოცნებების“ ცენტრალურ ოფისთან,  ქუთაისში და წუხელ ზუგდიდში კულმინაცია იყო. ეს პროცესების გაგრძელდება, თუ  არ იქნა სეროზული საერთაშორისო ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე, მის საბანკო ანგარიშებზე.

მოგეხსენებათ,  მდიდრის გული იქ არის, სადაც მისი სიმდიდრე ინახება. მდიდარი შეგიძლია მართო მისი სიმიდრის რეგულაციით და ეს შესანიშნავი ბერკეტი ახლავეა გამოსაყენებლი. სადამ ჰუსეინს და მუამარ კადაფს კი დაუყადაღეს  მერე მილიარდიანი ანგარიშები, მაგრამ უკვე გვიან იყო, ის ქვეყნები უკვე აფეთქდა და დღემდე აფეთქებულია, ამიტომ ჩვენს მოკავშირეებს მოვუწოდებ დროულად მიიღონ ზომები იმ ფორმატში და შესაძლებლობებში, რაც გააჩნიათ.

ყველა რუსი ოლიგარქი სანქცირებულია სახელწმიფო დეპარატმენტის, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს და ევროპის კავშირის მიერ. ივანიშვილიც  ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქია, რომელიც აქ მივლინებით გამოაგზავნეს. საქმე გვაქვს პუტინის წარმოამდგენელთან რეგიონში, რომელიც აფეთქებს მთელ სიტუუაციას არა მარტო საქართველოში და რომელიც უხსნის გზას რუსეთის შეიარაღებას სომხეთში გიუმრის ბაზისკენ და საჰაერო სივრცეს სირიასა და ერაყში.  მათ შესანიშნავად იციან რომ ამ კონტარაბანდისტის საქმიანობამ და გატანილმა იარაღმა ანგოლაში შეიწირა მილიონი მშვიდობიანი მოსახლე,  შესანიშნავად ხედავენ როგორ გამოიყენენა ცხოველების საწინააღმდეგო ვაზნები ახალგაზრდობის წინააღმდეგ და როგორ გამოთხარა თვალები ბავშვებს, როგორ არბევს მშვიდობიან აქციებს, როგორც გაავსო ციხეები პოლიტპატიმრებით. მეტი რაღა უნდა ქნას, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აამოქმედოს სანქციების მექანიზები?!  დღეს ყველაზე მეტი შანსი და ბერკეტი აქვთ ჩვენს დასავლეთელ მოკავშირეებს, იმისთვის რომ ეს ტარტაროზი გაანეიტრალოს და გადააწყვეტინონ მშვიდობიანი გზით, ძალაუფლების გადაბარება. სხვა შემთხვევაში ხალხი უკან არ მაინც დაიხევს და აიღებს ხელში, რაც ეკუთვნით“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები