0 1 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ლაშა ჩხარტიშვილი 300 ლარით დააჯარიმეს და სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

"ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თავისივე სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა სასამართლოს შეურაცხყოფისთვის 300 ლარით დააჯარიმა და სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

მანამდე, ჩხარტიშვილმა მოსამართლე ვალერიან ფილიშვილის აცილების თაობაზე შუამდგომლობა დააყენა, რადგან ჩხარტიშვილის თქმით, ის საპროტესტო აქციის წევრების მიმართ მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს იღებს. ​

ამ შეფასებას მოსამართლესა და ჩხარტიშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა, რის შემდეგაც მოსამართლემ ჯერ დაჯარიმების, შემდეგ კი მისი გაძევების გადაწყვეტილება მიიღო.

"ძირს ივანიშვილის დიქტატურა, ჩვენ გავიმარჯვებთ. აი, ამგვარი მოსამართლეები აღმოჩნდებიან ციხეში აუცილებლად მურუსიძესთან ერთად, ვალერიან ფილიშვილი და მისთანანი აღმოჩნდებიან ციხეში," - განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ.

ლაშა ჩხარტიშვილი დღეს საჯარო ბიბლიოთეკასთან გამართულ აქციაზე დააკავეს. მას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 166 და 173 მუხლების დარღვევას ედავებიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები