0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან ივანიშვილის გამოსახულებიანი “დოლარები“ მიიტანეს

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მოძრაობა „გაბედეს" აქტივისტებმა სიმბოლურად შეშა და ივანიშვილის გამოსახულებიანი „დოლარის კუპიურები“ მიიტანეს.

„ამით აისახება ის, თუ როგორ წაართვა მან ხალხს საშუალება, რომ გამთბარიყო. მას ეშინია იმის, რომ ხალხი იყოს ერთიანი და იყოს სითბოში. ასევე, რაც ყველაზე მეტად უყვარს ამ ადამიანს, ეს არის ფული. ეს არის 41- დოლარიანები. ეს ასახავს ივანიშვილის რეჟიმს", - განაცხადა აქტივისტმა.

ამასთან, მათ პარლამენტთან ასფალტზე წარწერების გაკეთება სცადეს, რასაც პოლიციასა და აქტივისტებს შორის შეხლა- შემოხლა მოჰყვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები