2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა

ცაგერში ორმა პოლიციელმა ერთმანეთი სასიკვდილოდ დაჭრა.

მკვლელობის ფაქტს საქართველოს პროკურატურაში ადასტურებენ.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია ცაგერის პოლიციის ორი თანამშრომელი და დაჭრილია ერთი პირი.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციელები სოფელ ლაჯანაში მდებარე იუსტიციის სახლის საზოგადოებრივ ცენტრს იცავდნენ, მათ შორის ჩხუბი მოხდა, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთმანეთს ესროლეს.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები