0 5 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"შევიტყვეთ, რომ სკოლებსა და სხვადასხვა უწყებაში ტარდება ლგბტ კვირეული, ვაპირებთ მივიდეთ და პიკეტირება მოვახდინოთ"

შევიტყვეთ, რომ სკოლებსა და სხვადასხვა უწყებაში ტარდება ლგბტ კვირეული, ვაპირებთ მივიდეთ და პიკეტირება მოვახდინოთ - ამის შესახებ განცხადება, „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ თავმჯდომარემ გურამ ფალავანდიშვილმა გააკეთა. 

„შევიტყვეთ, რომ 15-ში დაიწყო ლგბტ კვირეული საქართველოში. ამ კვირეულს ჰქვია „მე ვირჩევ თანასწორობას“. სკოლებში და სხვადასხვა უწყებაში ეწყობა ლექციები, მაგალითად ევროპულ სკოლაში იმართება გენდერზე ლექცია. ვაპირებთ, მივიდეთ და პიკეტი გავაკეთოთ. მოვითხოვთ გაუქმებას. ასევე, მივდივართ გლდანის სასწავლო ცენტრში, სადაც სამხედროებსა და პოლიციელებს წვრთნიან. მათ თურმე ასწავლიან, რომ ჰომოფობია ის, ვინც ჰომოსექსუალს ებრძვის და უნდა დაიჭირონ ის ხალხი, ვინც ამას უარყოფს. ხვალ ასევე ვაპირებთ 12:00-ზე ევროსაბჭოში გაპროტესტებას. ევროსაბჭოსა და გაერო-ში დიდი მაფიაა, რომელიც ახდენს ამის პროპაგანდას და ამაში ფულსაც იღებენ. ამ კვირეულს ატარებენ ყოფილი ზონდერები ანა აბაშიძე და სხვა ცნობილი ლგბტ აქტივისტები. ჩვენ მივალთ განათლების სამინისტროსთან, სადაც იქნება მთავარი პიკეტირება. ჩვენი მოთხოვნაა, დადგეს არა მარტო ჩხენკელის, არამედ პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წევრების პასუხისმგებლობის საკითხი. ეს მათი უდიდესი დანაშაულია“, – ამბობს გურამ ფალავანდიშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები