0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჩვენ ვართ რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უცირესობების ქვეყანა. ჩვენ ყველასი ვართ" - ბერძენიშვილი

ამ წუთებში პარლამენტის წინ მიმდინარეობს აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“, სადაც შეკრებილი ადამიანები პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებას აპროტესებენ.

აქციის მონაწილეებს დავით ბერძენიშვილმა სიტყვით მიმართა.

„საქართველოს ეთნიკურად ქართველი მოქალაქეები, სომეხი, აფხაზი, აზერბაიჯანელი, რუსი, უკრაინელი მოქალაქეები, ყველა ერთი ვართ და ერთად ვართ ერთადერთი მტრული „ოცნების“ ბიძინა ივანიშვილის უსახური უცოდინარი ხელისუფლების წინააღმდეგ. საქართველოს ასეთი მდარე ხელისუფლება არ ჰყოლია. ჩვენ არ დაგვიმსახურებია ბიძინა ივანიშვილის მმართველობა მე-8 წელს ამ ფორმით, ყველა ჩვენგანს, ვინც ამ ტრიბუნაზე დგას, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს ვგულისხმობთ. პოლიტიკა კომპრომისებია, პოლიტიკა შეცდომებიც არის, უშეცდომო არავინ არის, მაგრამ ჩვენ ვცნობთ ერთმანეთის უფლებას განსხვავებულ წარსულზე, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს მიზანი – წინ თავისუფლებისკენ, წინ ევროპისკენ, წინ ნატოსკენ.

ჩვენ ყველასი ვართ, ჩვენ ვართ რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უცირესობების ქვეყანა. ჩვენ ევროპული ერი ვართ, ჩვენ არ გვეშინია ტაბუების“, – თქვა ბერძენიშვილმა.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები