1 7 : 0 4
 | 

პოლიტიკა

გიორგი გახარია:"ნათია თურნავა არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა"

ნათია თურნავა არის ამ კაბინეტის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მინისტრი, სხვა ყველაფერი არის ჭორაობა და მის ცვლილებაზე საუბარი პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორებია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამ თემაზე კითხვის ნიშნები არ არსებობს და ვერ იარსებებს.

„უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის პოლიტიკური კონიუნქტურიდან მოგონილი ჭორები, რომელსაც ავრცელებენ“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები