1 7 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ჯუნგლები არ გვინდა, შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით"

"ჯუნგლები არ გვინდა, შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით, " – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. მისი თქმით, მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება ხალხს უნდა დაუბრუნდეს.

„ჯუნგლები მართლა არ გვინდა. შურისძიება დაუშვებელია, მაგრამ ივანიშვილი, გახარია, ფარცხალაძე, წულუკიანი პასუხს აგებენ კანონის მთელი სიმკაცრით. ხალხისგან მაღალი თანამდებობის პირებისგან მოპარული ქონება უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ეს ყველაფერი უნდა გადაწყვიტოს არა რომელიმე კონკრეტულმა გვარმა და სახელმა, არამედ დამოუკიდებელი ანტიკორუფციული საერთაშორისო სასამართლოს უცხოელმა მოსამართლეებმა. შეწყვიტეთ ყველამ ინდულგენციების გაცემა ხალხის დაჩქარებულ ძარცვასა და ეროვნული დოვლათის განიავებაზე. თქვენს პირად ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე დაპირებას გასცემდით? აბა, ხალხმა რა დააშავა?“, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები