0 5 : 1 8
 | 

პოლიტიკა

კალაძე: "არავის არ დავიცავთ, არავის არ დავინდობთ! ჩვენთვის ბავშვების კვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი"

"არავის არ დავიცავთ, არავის არ დავინდობთ! ჩვენთვის ბავშვების კვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი" - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის შეფასებით, ბაღებში კვების რაციონი სტანდარტს არ შეესაბამება, კალაძემ უპასუხა, რომ ეს გამორიცხულია. 

„გამორიცხულია სწორი იყოს ეს ინფორმაცია. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მონიტორინგს. თუ ისეთი შემთხვევა დაფიქსირდება, როგორც გასულ წელს იყო პრობლემები, მაშინვე ჩვენი მხრიდან იქნება რეაგირება, რომ პრობლემები თავიდანვე იყოს მოხსნილი. არავის არ დავიცავთ, არავის არ დავინდობთ! ჩვენთვის ბავშვების კვება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და მაქსიმალურად გამოვიყენებთ ყველა იმ სტანდარტს და გვექნება ის მიდგომები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული“, - განაცხადა კალაძემ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები