0 3 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

პიარში ყველაზე მეტ თანხას თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს - „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“

„ხელისუფლების პიარ სამსახურის მზარდი ხარჯები“ - ასე ჰქვია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს“ კვლევის ანგარიშს, რომელიც მოიცავს 194 უწყებიდან გამოთხოვილ ინფორმაციას. კვლევის მთავარი მიგნების თანახმად საჯარო უწყებებში საზოგადოებასთან/მედიასთან ურთიერთობის დეპარტამენტში 2018 წლის მონაცემებით დასაქმებულია 1037 თანამშრომელი, მაშინ როცა 2017 წელს 996 თანამშრომელი მუშაობდა.

2018 წელს, წინა წელთან შედარებით, პიარსამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება (ხელფასი, პრემია, ბონუსი, დანამატი) დაახლოებით, 2 მილიონ ლარამდე არის გაზრდილი, რაც, 10%-მდე ზრდას წარმოადგენს. 2017 წელს 194 უწყების პიართანამშრომელთა ანაზღაურებამ, საერთო ჯამში,18 111 258 ლარი შეადგინა, 2018 წელს კი - 20 047 896 ლარი.

2013 წლიდან დღემდე ყოველწლიურად იზრდება საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და მათი ანაზღაურებისთვის დახარჯული თანხა.

„მთავრობის ადმინისტრაციამ პიარსამსახურში დასაქმებულთა რაოდენობის და მათი ანაზღაურების შესახებ ორჯერ განსხვავებული ინფორმაცია მოგვაწოდა. მოგვიანებით განმარტეს, რომ მონაცემები შეეშალათ, მაგრამ ზუსტი ინფორმაცია, მოთხოვნის მიუხედავად, აღარ მოგვცეს“,- ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის ანგარიშში.

პიარის თანამშრომელთა ანაზღაურებაში ყველაზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ყველაზე მეტ თანხას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხარჯავს, მას ცოტათი ჩამორჩება საქართველოს პარლამენტი და შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები