2 3 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა კლინიკაში გაიმართება

საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომა დღეს,„ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკაში გაიმართება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს საკრებულოს დეპუტატ ილია ჯიშკარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით მიმართა. სხდომა 12:30 საათზე ჩაინიშნა. პროცესზე ჯიშკარიანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ტიპის აღკვეთ ღონისძიებას მოითხოვს პროკურატურა, თუმცა არსებული ინფორმაციით, ესაა გირაო.

შეგახსენებთ, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს 8 ოქტომბერს, საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე ბრალი წარუდგინეს.

ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ავრცელებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები