0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"მდუმარებაში" მყოფი "ქართული ოცნების" დეპუტატი - ლევან ბეჟანიძეს 2018 წელს პარლამენტში სიტყვით ერთხელაც არ უსარგებლია

არასამთავრობო ორგანიზაციის „ფლანგვის დეტექტორი“  ინფორმაციას  ავრცელებს , რომლის თანახმადაც,  „ქართული ოცნების“ დეპუტატ  ლევან ბეჟანიძეს 2018 წელს პარლამენტში სიტყვით ერთხელაც არ უსარგებლია. 

„2018 წელს საქართველოსი 49 პლენატურლი სხდომა გაიმართა. ოფიციალური მონაცემებით გაირკვა, რომ 30 დეპუტატს მთელი წლის განმავლობაში არც კითხვა დაუსვამთ და არც რაიმე განცხადება გაუკეთებიათ. 24 მდუმარე დეპუტატი ქართული ოცნების წევრია და როგორც გაირკვა, ანაზღაურების გარდა(4,623 ლარი), ქვეყნის ბიუჯეტი მათ საგარეო მივლინებებშიც საკმაო რაოდენობის თანხას ხარჯავს. ლევან ბეჟანიძე ერთ-ერთი ასეთი დეპუტატი გახლავთ. 

საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დავადგინეთ, რომ გასული წლის განმავლობაში იგი სამ ქვეყანაში იმყოფებოდა, ესენია: 1) უზბეკეთი (3,129 ლარი); 2) აშშ (9,688 ლარი) და 3)პოლონეთი (2,769 ლარი). მდუმარე დეპუტატის საერთაშორისო ვოიაჟები თითქმის 16 ათასი ლარი დაჯდა“, - ნათქვამია არასამთავრობოს ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები