1 9 : 1 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 1,5ათასი სამხედრო ტექნიკა - რისთვის ემზადებიან სამხრეთ ოსეთში?

6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 1,5ათასი სამხედრო ტექნიკა - სამხრეთ-დასავლეთის სამხედრო ოლქის 58-ე შეიარაღებულმა არმიამ სამხრეთ ოსეთის მთებში , მამისონის უღელტეხილისა და როკის გვირაბის ტერიტორიაზე შეიარაღებული წვრთნა განახორციელა - ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური იტყობინება.

მათივე თქმით, სადესანტო წვრთნა  ჩატარებულ იქნა საბრძოლო მზადყოფნის ფარგლებში, რაიონის მეთაურის, გენერალ-პოლკოვნიკ ალექსანდრ დვორნიკოვის ზედამხედველობით., თუმცა კონკრეტულად რას ემსახურებოდა, არავინ იცის.

„საჰაერო თავდაცვის ჯარების შემადგენლობაში მყოფმა სამხედროებმა განახორციელეს  სიმაღლიდან ხტომა იმისთვის, რომ შეძლონ მთის მარშუტების  გაკონტროლება“-ნათქვამია მათ წერილში.

ამასთან,  ჩრდილოეთ კავკსიაში განლაგებულმა 58-ე არმიის სატანკო შენაერთებმა დისლოკაცია განახორციელეს მამისონის უღელტეხილისა და სამხრეთ ოსეთში მდებარე როკის გვირაბისკენ.

ნიშანდობლივია, რომ მთაში ამოქმედებულია საარტილერიო, საინჟინრო ერთეულების, ასევე, რადიოაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის ერთეულები, უპილოტო საჰაერო ხომალდების ჩათვლით, თუმცა გაურკვეველია რისთვის.

შეგახსენებთ, რომ საერთო ჯამში, 6 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა 58-ე არმიის წვრთნაში და დაახლოებით, 1,5ათასი სამხედრო ტექნიკა იქნა გამოყენებული.

ცნობისთვის, ალექსანდრე დვორნიკოვი 2015-2016 წლებში, რუსეთ-სირიის ომის დროს,  რუსეთის შეიარაღებული ძალების მეთაური იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები