1 3 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ყველაფერს ვხედავდი ზემოდან... მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად - გახარია 20 ივნისის სისხლიან დარბევაზე

20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს შს მინისტრთან ერთად, პარლამენტიდან რამდენიმე ქვეყნის ელჩი ადევნებდა თვალს - ამის შესახებ განცხადება, თავად გიორგი გახარიამ გააკეთა.

მისი თქმით. ის უშუალოდ ადევნებდა თვალს თუ რა ხდებოდა 20-21 ივნისის ღამეს და მასთან ერთად ამ დროს საკანონმდებლო ორგანოში რამდნიმე ელჩიც იმყოფებოდა.

„დილის 7 საათამდე დარჩენილი ჯგუფი უბრალოდ არბევდა ქალაქს. ახლა რაც შეეხება მე სად ვიყავი, მე ვიყავი იქ და ვუყურებდი ამას ყველაფერს და უშუალოდ ვხედავდი ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს. უშუალოდ ვხედავდი ზემოდან და მარტო კი არ ვიყავი, რამდენიმე ქვეყნის ელჩი იყო ჩემთან ერთად. და ზოგიერთი კიდევ არ დავასახელებ, ამასაც გამოძიება დაადასტურებს ვინ იყო იქ და რაში იღებდა მონაწილეობას,“-განაცხადა გიორგი გახარიამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები