2 1 : 0 6
 | 

პოლიტიკა

„მამუკა ხაზარაძე რასაც იწყებს, ყოველთვის შედეგიანია, მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს“

„მამუკა ხაზარაძე რასაც იწყებს, ყოველთვის შედეგიანია, მას ყველაფერზე ნაფიქრი აქვს“, - აცხადებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია სააგენტო Bm.ge-სთან მამუკა ხაზარაძის მიერ საზოგადოებრივ მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით. ჭყონიას თქმით, ხაზარაძეს წლებია აკვირდება და ყველა ბიზნესი, რომელსაც ის იწყებს, კონკრეტულ შედეგებზე გადის. 

“მამუკა ხაზარაძემ რაც ფეხი აიდგა ბიზნესში, მას შემდეგ ახლო და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს ამდენი წელია ვაკვირდები - ვაკვირდები კრიტიკულადაც. რასაც იწყებს ყოველთვის შედეგიანია, ყველაფერზე ყოველთვის ნაფიქრი აქვს. არ შეიძლება ეს მოძრაობა წარმატებული და გრძელ ვადაზე გათვლილი არ იყოს, დარწმუნებული ვარ, გეგმას მეც გამაცნობს”, - აცხადებს ბიზნესმენი.

კითხვაზე - მოიაზრებს თუ არა ისიც თავს ხაზარაძის საზოგადოებრივ მოძრაობაში, ჭყონია ამბობს, რომ - არა. 

ცნობისთვის: როგორც მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ის სექტემბერში საზოგადოებრივ მოძრაობას დააფუძნებს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები