1 9 : 0 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლა.

"წელს, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის 10 წლისთავს აღვნიშნავთ და სასიხარულოა, რომ მივიღეთ ახალი დეკლარაცია, სადაც გაწერილია ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც სრულიად ახალ ნიშნულზე აიყვანს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

ჩვენი ვიზიტი აშშ-ში კონკრეტული შედეგებით სრულდება და დარწმუნებული ვარ, ვიზიტის დადებითი შედეგები სრულად აისახება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასა და განვითარებაზე,"- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები