0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ მცირე გადასახადებით - მაჭავარიანი

საქართველოს ფინანსთა მინისტრი აცხადებს, რომ გადასახადების სიმცირის კუთხით "ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის" საქართველო პირველ ადგილზეა

„საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობა ეს არის საგადასახადო სისტემის უნარი, მობილიზება გაუკეთოს, რაც შეიძლება მეტ საგადასახადო შემოსავლებს ბიუჯეტში, საგადასახადო განაკვეთების ზრდის გარეშე. თუ გადავხედავთ მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების სიმარტივის“ რეიტინგს, იქ არის ერთ-ერთი ინდიკატორი „მთლიანი საგადასახადო განაკვეთი“, რომელსაც შეგვიძლია, ვუწოდოთ საგადასახადო წნეხი. ამ რეიტინგში ვართ მესამე ადგილზე. ამ ნიშნულზე საქართველო აქამდე არასდროს ყოფილა. გვისწრებს მხოლოდ ვანუატუ და ბრუნეი. ერთი არის მცირე სახელმწიფო, ხოლო მეორე, ასევე პატარა, ნავთობზე დამოკიდებული ქვეყანა. ანუ, პრაქტიკულად, ჩვეულებრივი ეკონომიკის ქვეყნებს შორის, ვართ მსოფლიოში პირველ ადგილზე მცირე გადასახადებით. თუმცა, გადასახადების მობილიზაციის მაღალი დონე, მიუთითებს ჩვენს ძალიან მაღალ პროდუქტიულობაზე. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვართ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები