1 9 : 1 9
 | 

პოლიტიკა

საქართველოს სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას, ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორის, გიორგი კაპანაძის განცხადება

"ქალბატონო ნინო, მოგმართავთ, რათა გაცნობოთ რომ ინტერნეტ მედია ჯგუფში შემავალ ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტების მიმართ ხორციელდება უკანონო თვალთვალი და ფოტო-ვიდეო გადაღება, რომელშიც ზუგდიდის მერიის აიპ სამსახურის წარმომადგენლები და ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას აქტიური მხარდამჭერები მონაწილეობენ.

 კერძოდ, მიმდინარე წლის 16 აპრილს, ქალაქ ზუგდიდში, სამუშაო ვითარების დროს, ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტმა, დადუნა ლიპარტელიანმა დაინახა თუ როგორ აწარმოებდნენ მასზე უკანონო თვალთვალსა და ფოტო-ვიდეო გადაღებას, რასაც ზუგდიდის მერიის აიპ სამსახურის წარმომადგენელი, გიორგი ჯანაშია ახორციელებდა - როგორც გაირკვა, პოლიტიკური მოტივით.  

გიორგი ჯანაშია ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას აქტიური მხარდამჭერია, რაც მისი ფეისბუქ-გვერდით, ე.წ ქავერის ფოტოთი და იმ ვიდეო-კომენტარით დადტურდება, რომელიც მან ინტერნეტ ტელევიზია itv.ge-ს ჟურნალისტს მისცა.

 მაგალითად, მას შემდეგ, რაც itv.ge-ს ჟურნალისტმა შეამჩნია რომ გიორგი ჯანაშია უთვალთვალებდა, მასთან მივიდა და ჰკითხა, თუ რატომ აწარმოებდა ის უკანონო ფოტო-ვიდეო გადაღებას. გიორგი ჯანაშიამ თავდაპირველად თვალთვალისა და ფოტო-ვიდეო გადაღების ფაქტი უარყო, თუმცა, იმავე კომენტარში, ბოლოს აღიარა რომ itv.ge-ს ჯგუფს პილიტიკური მოტივით უთვალთვალებდა და პოლიტიკური მოტივით აწარმოებდა ფოტო-ვიდეო გადაღებას (იხილეთ თანდართული ვიდეო-მტკიცებულება ნომერი 1).

 კერძოდ, გიორგი ჯანაშიამ განმარტა რომ არ მოსწონდა itv.ge-ს მიერ ჩატარებული ვიდეო-გამოკითხვა, სადაც ზუგდიდელების ნაწილმა, ბიძინა ივანიშვილის მიმართ თავისი დამოკიდებულება გამოხატა იმის შესახებ თუ რატომ გაახსენდა მას ხიბულა და ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოსვლიდან 7 წლის შემდეგ და ზუგდიდის მერის არჩევნების დროს (იხილეთ თანდართული ვიდეო-მტკიცებულება ნომერი 2)  

ქართული ოცნების წევრი, ზუგდიდის მერიის აიპ სამსახურის თანამშრომელი, გიორგი ჯანაშია, რომელიც ჩვენი ინფორმაციით აფილირებულია სუსის წარმომადგენლებთან, გამოირჩევა უკიდურესად აგრესიული შეფასებებით,



უცენზურო სიტყვებითა და სიძულვილის ენითაც, რაც დასტურდება itv.ge-ს ფეისბუქ გვერდზე დატოვებული მისივე კომენტარებით და ამ ე.წ სქრინებით. 

  

ქართული ოცნების ზუგდიდის მერობის კანდიდატის, გეგა შენგელიას აქტიური მხარდამჭერი, გიორგი ჯანაშია, თავისი აგრესიულობითა და უკანონო თვალთვალით ხელს გვიშლის ჟურნალისტურ საქმიანობაში და ახორციელებს ისეთ ქმედებებს, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და მერიის აიპ სამსახურის თანამშრომელთა უფლებამოსილებას.

 ქალბატონო ნონო, გთხოვთ შეისწავლოთ ჩვენი განცხადება, თანდართული ვიდეო და ფოტო მტკიცებულებები და იმოქმედოთ თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში.

 ქალბატონო ნინო, გთხოვთ საჯაროდ გამოხატოთ თქვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. 

 გიორგი კაპანაძე, ინტერნეტ მედია ჯგუფის დირექტორი 19.04.2019 წელი"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    აშშ-ის საელჩოს განცხადება ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე...

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გ...

  • 18:11

    ,,ივანიშვილმა "რუსთავი2" დავით გარეჯში გაცვალა"...

    მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალ...

  • 17:08

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან ...

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამ...

  • 17:05

    ,,შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძი...

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტე...

  • 14:13

    რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტა...

    საქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.„რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწ...

  • 12:59

    მამუკა ბახტაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკ...

    „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდ...

  • 12:06

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - თავდ...

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ- თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,...