1 6 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ქუცნაშვილი მეჭიაურს დანაშაულის ხელშეწყობაში ადანაშაულებს

ჩამოტვირთვა

თიანეთში მომხდარი მკვლელობის ხელშეწყობაში მმართველი გუნდის დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი, ირიბად, თიანეთის მერს, თამაზ მეჭიაურსადანაშაულებს.

„დანაშაული ჩადენილია სიმთვრალეში, რაც ჩემთვის ძალიან საგანგაშოა. როცა მე გამოვდიოდი და საჯაროდ ვაკრიტიკებდი საჯარო სივრცეში ალკოჰოლური თრობის საწინააღმდეგო კამპანიას და ბევრი იუმორიც ხვდებოდა ამას, რომ კაპოტზე ქეიფის პროპაგანდირება, ეს ჩვეულებრივი ამბავია, სახუმარო ამბავია და არასერიოზული ამბავი, მე მგონი ყველა დარწმუნდება სამწუხაროდ რა მძიმე შედეგები გამოიღო ამ მავნე ზეგავლენის ცხოვრების პროპაგანდირებამ, იმიტომ, რომ როცა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი კაპოტზე ქეიფით საჯაროდ დემონსტრირებას და მავნე ზეგავლენას ახდენს საზოგადოებაზე და ყველამ იცის, რომ ჯიბით ატარებს კონიაკს, როცა სამუშაო კაბინეტში წიგნის ნაცვლად სავსეა ალკოჰოლური სასმელებით, ეს არის მავნე ზეგავლენის პირდაპირი პროპაგანდირება,“- აცხადებს ქუცნაშვილი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები