0 2 : 0 7
 | 

პოლიტიკა

„ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უკან დაიხიოს"-ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოთხოვნით დედაქალაქის მთავარ გამზირზე რამდენიმე წუთში სიტყვით გამოსვლები დაიწყება. ხელისუფლების ოპონენტები 28 ნოემბრის არჩევნებს არ აღიარებენ. აქციის ორგანიზატორები მას სამარცხვინოდ და საქართველოს მოსახლეობის წინაშე ჩადენილ დანაშაულად მიიჩნევენ, რომელსაც საკადრისი პასუხი უნდა გაეცეს. გაერთიანებული ოპოზიცია მთავარ მოთხოვნად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, რომელიც პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონული პრინციპით უნდა ჩატარდეს.

როგორც ზაალ უდუმაშვილის აცხადებს, დღეს რუსთაველის გამზირზე შეკრებილები შეეცდებიან ხმა მიაწვდინონ ხელისუფლებას, რომელმაც ხალხს არჩევნები მოჰპარა.

„ჩვენ დღეს აქ შევიკრიბეთ ერთი მიზნით, რომ რაც შეიძლება ხმამაღლა გავაგონოთ ჩვენი პროტესტი იმ ხელისუფლებას, რომელმაც მოჰპარა 28 ნოემბერს არჩევნები საკუთარ ხალხს. დიახ, ეს იყო ქურდულ-კრიმინალური სინდიკატი, რომელთანაც იყო შეკრული ხელისუფლება და სწორედ ამ მეთოდებით მათ საქართველოს მოსახლეობას მოპარეს არა მხოლოდ პრეზიდენტის არჩევანი, არამედ მოჰპარეს ამ ხალხს განესაზღვრათ საკუთარი მომავალი,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მისივე თქმით გაერთიანებული ოპოზიცია გამოიყენებს ყველა პოლიტიკური ინსტრუმენტს იმისთვის, რომ სამართლიანობა აღდგეს.

„ჩვენ ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ უკან დაიხიოს და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 18:41

    აშშ-ის საელჩოს განცხადება ,,რუსთავი 2"-ის საქმეზე...

    საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სტრასბურგის სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ საელჩოს გ...

  • 18:11

    ,,ივანიშვილმა "რუსთავი2" დავით გარეჯში გაცვალა"...

    მივედით იქამდე, როდესაც ქვეყანა ირჩევს, დარჩება პოსტმოსკოვურ სივრცეში უზბეკეთისა და თურქმენეთის მსგავსად, თუ გახდება დემოკრატიული სამყაროს თავისუფალი წევრი - აცხადებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალ...

  • 17:08

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან ...

    გარწმუნებთ, ივანიშვილს რ2-თან დაკავშირებით ძალიან უსიამოვნო სიურპრიზები ელოდება - ამის შესახებ „გამარჯვებული საქართველოს“ წევრმა გუბაზ სანიკიძემ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამ...

  • 17:05

    ,,შეიქმნება ახალი, მძლავრი არხი, რომელიც არათუ ძი...

     „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე, „რუსთავი 2“-ს გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: პოლიტიკურ ინტრიგებში გამობრძმედილი მტე...

  • 14:13

    რუსეთმა ქართული ღვინისა და მინერალური წყლების შეტა...

    საქართველოსთვის ღვინოზე სანქციების დაწესების თემა დღეს დახურულია, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა.„რუსეთში, რომელსაც მრავალი წელია თვითონაც სანქციები აქვს დაწ...

  • 12:59

    მამუკა ბახტაძე - „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკ...

    „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების საკითხი არ დგას და მსგავს საუბრებს არანაირი საფუძველი არ აქვს; ამის გარანტია ის, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა ძალიან დიდ...

  • 12:06

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ - თავდ...

    ირაკლი ოქრუაშვილი ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ- თბილისის საქალო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის ახალი მფლობელის წინააღმდეგ თავდაცვის ყოფილი მინისტრის სახელით სარჩელი შევიდა. ირაკლი ოქრუაშვილი ამტკიცებს,...