29 აპრილს ვიკრიბებდით ვისაც გამჭვირვალობის არ ეშინ...
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
|
ეს წყნეთის ხევია, აქ ჯერ კიდევ 5 დღის წინ მწვანე მინდორს და ხეხილს ნახავდით, რამდენიმე წლის წინ კი ამ ადგილას მელაძეების სახლი მდებარეობდა. დღეს ეს ადგილი უკვე ნასახლარია... ყველაფერი კი სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც წყნეთის ხევით ჯერ კიდევ აპოლიტიკური და ბიზნესით გატაცებული ივანიშვილი დაინტერესდა. მაშინ ოლიგარქმა გადაწყვიტა, მელაძეებისთვის საკუთრება წაერთმია. თვითონ გამოჩენა არ ისურვა და მოლაპარაკებაზე მელაძეებთან ,,ქართუ ბანკის’’ ვიცეპრეზიდენტი და საკუთარი სიძე, გია ჭანკვეტაძე მიავლინა. ივანიშვილმა, რომ სახლის გროშებად გაყიდვაზე უარი მიიღო, იმ დროისთვის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ნინო ბურჯანაძეს მიმართა, ბურჯანაძემ კი , რომელიც ივანიშვილის მიმართ სიმპატიებს, ახლაც ვერ მალავს, მაშინ ოლიგარქს მელაძეების კუთვნილი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ყოველგვარი კომპენსაციისა და ფულის დახარჯვის გარეშე გადასცა. ასე აღმოჩნდა წყნეთის ხევში 7000 კვ.მ ფართობი ივანიშვილის კომპანია ,, იუნიონის’’ საკუთრება. მას შემდეგ 6 წელი გავიდა, როგორც მეზობლები ჰყვებიან ივანიშვილი აქ ქართუ ბანკის აშენებას აპირებდა. დღეს კი პოლიტიკაში ოცნებით დაკავებულმა ოლიგარქმა, წინაასაარჩევნოდ, ამ ტერიტორიაზე აკვაპარკის მშენებლობა გადაწყვიტა, ეს ამომრჩეველთა გულის მოსაგებად... ივანიშვილის ახალმა განზრახვამ კი, წყნეთის ხევის მოსახლეობა დააზარალა... როგორც ადგილობრივები itv-ისთან პირად საუბარში ჰყვებიან, კომპანიის წარმომადგენლები ტერიტორიაზე ამ დრომდე არ გამოჩენილან, უკვე 5 დღეა აქ მხოლოდ მუშები მუშაობენ, მათი ხელმძღვანელობა კი როგორც სჩანს ადგილობრივს, ვინმე კახას დაევალა, რომელიც ჩვენთან საუბრისას არც გვარს აკონკრეტებს და არც იმას ამბობს ვინ ან რატომ მისცა მას ეს დავალება. თუმცა ჩვენ მივაკლვლიეთ დოკუმენტს, სადაც წერია, რომ ტერიტორიის მიწით დაფარვის ნებართვა, სწორედ კომპანია ,,იუნიონის’’ გაცემულია. მეზობლები ჰყვებიან, რომ ეს კახა ქართული ოცნების წევრია და ივანიშვილის კომპანიისგან გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობს. როგორც ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გაარკვია ოლიგარქი მას ახალი ბინის აშენებასაც დაპირდა. ახლა კადრში ხედავთ სწორედ იმ ტერიტორიას, სადაც ივანიშვილი წინასაარჩევნოდ აკვაპარკის აშენებას აპირებს, ოლიგარქს ალბათ დაავიწყდა,რომ 2006 წელს, მაშინ, როდესაც ქართუ ბანკის ახალი ოფისისთვის ეს ტერიტორია მოეწონა, აქ ერთი ხანში შესული კაცი ცხოვრობდა, რომელიც ოლიგარქის მიერ სახლის მიწასთან გასწორებას და ოჯახის უსახლკაროდ დატოვებას შეეწირა.
“ოცნების” დეპუტატი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციას ეხმაურება. "ორშაბათს, 29 აპრილს, პარლამენტის წინ. ვიკრიბ...
“ბატონი ალეკოს შემთხვევაზე მინდა ორი სიტყვით ვთქვა, ძალიან ცუდია რომ ეს მოხდა, გამოძიება დაწყებულია. მე არ მინდა შეფასებები გავაკეთო, ან ეს იყო, ასე მოუვიდა, ისე მოუვიდა, იმან გადაამეტა, ამან გ...
“ოცნების” პარლამენტმა ივანიშვილის ოფშორების კანონპროექტი მიიღო.კანონპროექტი ხელმოწერისთვის პრეზიდენტს გადაეგზავნება. იმ შემთხვევაში თუ სალომე ზურაბიშვილი მას ვეტოს დაადებს და “...
“ძვირფასო კობახიძე, მინდა დაგარწმუნოთ, რომ გერმანიის ელჩმა კანცლერის სწორი ციტირება გააკეთა. მინდა დაგამშვიდოთ, რომ ბუნდესტაგის აბსოლუტური უმრავლესობა მკაცრად ეწინააღმდეგება “უცხოელი აგენ...
“დღეს მიღებული ოფშორების კანონი, რუსულ კანონთან კომბინაციაში, პირდაპირი გზაა ცივილიზაციურ ჯოჯოხეთში. ევროკავშირს კი არა, ყველანაირ დასავლეთს დაგვავიწყებენ. არც ვიზალიბერალიზაცია შეგვრჩება, გამო...
"ხომ ვთქვი მე გავაკეთებ გასაკეთებელს, უწი-პუწის დრო არ არის, რუსეთში მიგვათრევენ გაქანებით, ეს კანონი ტ*აკში უნდა გავუკეთოთ, ბოდიში ყველასთან.. ან ქართველები ვართ ან მონები ვართ, არ ვართ მოენები! რა მ...
იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატ...
პრეზიდენტმა ლაზარეს შეწყალება "ტვ პირველის" ეთერში დააანონსა. "ხელი ჯერ არ მაქვს მოწერილი მაგრამ ეს გადაწყვეტილება მე მივიღე დილის 10-საათზე"- თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინგა გრიგოლიას...
სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახსნილ საარჩევნო უბნებს ეხმაურება და ფაქტს გმობს: "ყოვლად მიუღებელი და უკანონოა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენ...
სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მაღალმთიანი აჭარის ფოლკლორის საღამოს უმასპინძლა. მასში მონაწილეობა ვერ მიიღო ანსამბლმა "ფესვები”, რადგან, როგორც პრეზიდენტი განმარტავს ისინი გზიდა...
მეგობრებო, ძალიან არ მიყვარს პირადზე საუბარი საჯაროდ თუმცა ეხლა ჩავთვალე, რომ ჩემი დუმილი რაღაც პერიოდის განმავლობაში არასწორად შეიძლება იყოს აღქმული. იანვრიდან მოყოლებული მაქვს ჯანმრთელო...
რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, როგორც არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები ელექტრონულად, ასევე, ცალკე მიმა...
მე მართლაც რამდენიმე თვის წინ მივმართე ირაკლი ღარიბაშვილს მაშინდელ პრემიერ-მინისტრს, თხოვნით, წინადადებით, რომ გვეფიქრა ახალ პიროვნებაზე ამ თანამდებობისთვის, პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის თ...
ᲛᲔ ᲐᲠᲐᲤᲔᲠᲘ ᲛᲘᲗᲥᲕᲐᲛᲡ ᲘᲛᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ, ᲗᲣ ᲠᲐ ᲮᲓᲔᲑᲐ ᲥᲐᲠᲗᲣᲚ ᲔᲙᲚᲔᲡᲘᲐᲨᲘ. ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲘᲒᲘᲕᲔ, ᲠᲐᲡᲐᲪ ᲐᲓᲠᲔ ᲕᲐᲛᲑᲝᲑᲓᲘ, ᲠᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ ᲖᲝᲒᲘᲔᲠᲗᲘ ᲬᲠᲔᲔᲑᲘᲓᲐᲜ, ᲠᲝᲛ ᲛᲝᲛᲜᲐᲗᲚᲝᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲜᲐᲪᲘᲝᲜᲐᲚᲣᲠᲘ ᲛᲝᲫᲠᲐᲝᲑᲘᲡ ᲚᲘᲓᲔᲠᲐᲓ, ᲐᲗᲔᲘᲡᲢᲐᲓ...
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, შესაბამისი ნებართვის გარეშე, სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, აჭარაში პასუხისგებაში მიეცა ორი პი...
ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 13 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ გათხოვდა, იპოვეს. ინფორმაციას გოგონას მამა ადასტურებს. „პოლიციამ ახლახანს მითხრა, რომ გოგო ნაპოვნია. მე თბილისიდან კახეთში მივდივარ და ...
აზარაშვილი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ შეძლო სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელი...
"მიმაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის ყველა განცხადება არის ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული, ხოლო მისი ეგიდით წოდებული ვოიაჟები საზღვარგარეთ არის ქართული სახელმწიფოს და ხელისუფლების დისკრედიტაციისთვის...
1 თებერვალს "ქართული ოცნების" ყრილობაზე მმართველი გუნდი პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი ღარიბაშვილს აირჩევს. პარტიის მოქმედი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი. ირ...
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე საკუთარი სახლიდან ხატიაშვილების ხუთსულიან ოჯახს ასახლებენ.ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.დაკავებულია ოჯახის მხარდასაჭერად მისული ირაკლი კაკაბაძე. "ზამთარში ადამიანების გამოსა...
კომენტარები