ახალი ამბები
უმრავლესობის რიგები ზვიად ძიძიგურმა და "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ფრაქციის ყველა წევრმა დატოვა
2019-11-15 13:57:08
საპარლამენტო უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა გაიზარდა - ზვიად ძიძიგურის განცხადებით, უმრავლესობის რიგები 6 დეპუტატისგან შემდგარმა "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ფრაქციამაც დატოვა.
აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.
გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობა სულ 15-მა დეპუტატმა დატოვა. "კონსერვატორებთან" ერთად მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე.
კომენტარები