1 9 : 1 0
 | 

ახალი ამბები

ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია - საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა

საქართველოში გაეროს წარმომადგენლობას არ შეუჩერებია ნინო სუხიშვილისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის საკითხებში გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება, როგორც ეს ზოგიერთ მედიაში გავრცელდა, - ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს წარმომადგენლობა ავრცელებს.

„თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის "არავინ ყურადღების მიღმა” განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები