ახალი ამბები
5 წლის ბავშვი, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში გორში ეძებდნენ, იპოვეს
2019-09-02 00:13:00
ამ დროისთვის ცნობილი ხდება, რომ 5 წლის ბავშვი, რომელსაც ერთი საათის განმავლობაში გორში ეძებდნენ იპოვეს. მცირეწლოვანი მამასთან ერთად აღმოჩნდა. როგორც დაკარგულის ახლობლები აღნიშნავენ, 5 წლის მათე ელიაურის მშობლები ერთად არ ცხოვრობენ.ბავშვის დედის ახლობლების თქმით, მამამ ბავშვი ანგარიშწორების მიზნით წაიყვანა.
შს სამინისტროს ინმორმაციით, მცირეწლოვანის მამა, მ.ჭ. ამ დროისთვის, შსს შიდა ქართლის სამმართველოში იმყოფება.
კომენტარები