0 4 : 5 5
 | 

ახალი ამბები

14 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი


ვერძი - მოგზაურობა საინტერესო, მაგრამ რთული იქნება. გაუფრთხილდით პირად ნივთებს. მშვიდად დააკვირდით მოვლენებს, რაც თქვენ გარშემო ხდება. 

კურო - შორიდან ყველაფერი ლამაზი და უზრუნველი ჩანს. ნუ ენდობით იმას, ვინც ოცნების კოშკებს აგიგებთ ან ზედმეტად ეცდება დაგიახლოვდეთ. საღამო განმარტოებით გაატარეთ. 

ტყუპი - ნუ გგონიათ, რომ ვინც რამეს დაგპირდებათ, შეგისრულებთ. თავად უნდა დაასრულოთ დაწყებული საქმეები. მოთმინებით აღიჭურვეთ, როცა საქმე ბავშვებთან ურთიერთობას ეხება. 

კირჩხიბი - დღეს მეგობრების და ოჯახის წევრების სურვილების გათვალისწინებით უნდა იმოქმედოთ. თქვენ გარდა ვერავინ გაერკვევა ჩახლართულ სიტუაციაში. 

ლომი - მცირე სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ჩანაფიქრს მაინც განახორციელებთ. დღეს მასშტაბურ პროექტებს ნუ მოკიდებთ ხელს. გაფრთხილდით, არ მოექცეთ აფერისტ ადამიანების გავლენის ქვეშ. 

ქალწული - დღეს მოგეჩვენებათ, თითქოს ყველა თქვენ წინააღმდეგაა, რომ გარშემო მყოფები უსამართლოდ გექცევიან. ღრმად ჩაისუნთქეთ და ნაკლები ყურადღება მიაქციეთ საქმიდან მოსაცდენ -0:05წვრილმანებს. 

სასწორი - მხოლოდ სიმართლით შეძლებთ გარშემო მყოფებში ავტორიტეტის ამაღლებას. მაქსიმალურდა მოთოკეთ ემოციები. განსაკუთრებით, როცა უფროსთან ათანხმებთ ახალ პროექტებს. 

მორიელი - დღევანდელი დღეს დევიზია - სიფრთხილე. იყავით მეტად დაკვირვებული. განსაკუთრებით, როცა საქმე იურიდიული, საბანკო საკითხების მოგვარებას ეხება. 

მშვილდოსანი - ყველა საქმიანი შეხვედრა სერიოზული ვერ იქნება, ზოგჯერ უნდა გაიხუმრით კიდეც, სიტუაციის გასანეიტრალებლად. იყავით თავისუფალი, მაგრამ გავლენიან ადამიანებთან საკუთარი თავის ქებას ნუ გადაამეტებთ. 

თხის რქა - დღეს თქვენი ტვინი კარგად აწყობილი მექანიზმივით მუშაობს. ვალდებულებებს დროულად და იდეალურად შეასრულებთ. რჩევებისთვის ხშირად მოგაკითხავენ. 

მერწყული - დღეს ყველაფერს ობიექტურად და შემოქმედებითად უნდა შეხედოთ. თქვენ კი არ შეგეშალათ, ორიგინალურად გააკეთეთ. ეს, რა თქმა უნდა, ხურობით, მაგრამ დეტალებისადმი ყურადღება და ინსტრუქციების წაკითხვა არ გაწყენთ. 

თევზები - გაურკვეველ სიტუაციაში თუ ხართ, ახალ საქმეებს ნუ დაიწყებთ. დაზოგეთ ენერგია, კარგად გაეცანით ინფორმაციებს, მოთხოვნებს. აგრეთვე, დაფიქრდით, შეძლებთ კი საქმის დროულად შესრულებას. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები