1 9 : 4 7
 | 

ახალი ამბები

„შეშლილი ადამიანი 2 წუთში უკან გამოგვატანეს“- ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებულის ახლობლები ფსიქიატრიული სამსახურის თანამშრომლების დასჯას ითხოვენ

რუსთავში, 13 წლის ძმისშვილის მკვლელობაში ბრალდებული კაცის ახლობლები მომხდარში ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სამსახურის თანამშრომლებს ადანაშაულებენ და მათ დასჯას ითხოვენ.

„ფსიქიატრთან რო მივიყვანეთ ავუხსენით, ვიყავით მეგობრები, მეუღლე და ბიძამისი. გასაგებად უთხრეს, რომ პაციენტს მოლანდებები აწუხებდა, მოჩვენებები, ვიღაცეები ელაპარაკებოდნენ, რაღაც სქემები ჰქონდა, ვიღაცეების დაჩეხვა უნდოდა, რასაც უბრალოდ მოყვა ორ წუთიანი დალაპარაკება, შეიყვანა ოთახში ორი წუთის განმავლობაში რაღაცას ელაპარაკებოდა, გამოვიდა და ფსიქიატრმა ჩათვალა, რომ ეს ადამიანი იყო სრულიად ჯანმრთელი და ადექვატური, მაინტერესებს ფსიქიატრმა ორ წუთში როგორ უნდა გაიგოს, სრულიად შეშლილი ადამიანი არის ჯანმრთელი როცა მან ასეთი საზარელი მკვლელობა ჩაიდინა, მაინტერსებს რატომ არ ჩაუტარეს მას რაიმე სახის პროცედურა, ამაზე ვითხოვთ პასუხს, მივიყვანეთ და უკან გამოგვატანეს. ფსიქიატრიულშიც და ნარკოლოგიურიც თანხა მოგვთხოვეს და ამაზე პასუხი უნდა აგონ ამ ყველაფერზე. 

ფსიქიკურად შეშლილი ადამიანი, რომელიც ეგონათ რომ იყო ადეკვატური და სრულიად ჯანმრთელი, რომელმაც 14 ჭრილობა მიაყენა ბავშვს და სადისტურად აწამა", - განაცხადა ბრალდებულის მეგობარმა. 

ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიის პრევენციის ცენტრში აცხადებენ, რომ მოქალაქემ თავად თქვა მკურნალობაზე უარი, ამავდროულად მას არ აღენიშნებოდა აქტიური ფსიქოზი და გარშემომყოფებისთვის საშიში, მოცემულ მდგომარეობაში არ ყოფილა.
 ინფორუსთავი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები