1 0 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ახალი ამბები

საქართველო ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდულ ჩემპიონატს 13 ივლისიდან უმასპინძლებს

ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი 14 ივლისს გაიხსნება. ჩემპიონატის პლატინის სპონსორია კომპანია ”მაქრო ქონსთრაქშენი”.  ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ორგანიზატორსა და კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენს" შორის მემორანდუმი გაფორმდა. "ჩვენთვის პატივია 2016 წლის მძლეოსნობის ჩემპიონატის სპონსორობა. ჩვენ ვუსურვებთ თითოეულ მონაწილეს ძალიან დიდ წარმატებას. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სწორედ ამ ოლიმპიური კომპლექსის გვერდით დავიწყეთ ახალი პროექტი "მწვანე ალმასის" მშენებლობა. კომპლექსი თბილისს ახალ და სრულიად განსხვავებულ გარემოს პირდება»- განაცხადა კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენის» აღმასრულებელმა დირექტორმა მურათ ავჯიმ.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ევროპის მძლეოსნობის 2016 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატი 13 ივლისს 20:16 საათზე გაიხსნება. 14 ივლისს იწყება თამაშები და შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობას 52 ქვეყანა და 1200-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს. მათივე ცნობით, საქართველო წარმოდგენილი იქნება 12 სპორტსმენით: ნინო წიქვაძე - უროს ტყორცნა, ლაშა-გიორგი გურგენიძე -უროს ტრყორცნა, ბადრი ქიმაძე - ბირთვის კვრა/ბადროს ტყორცნა, დავით ოჩიგავა - უროს ტყორცნა, საბა სოსელია - ჭოკით ხტომა, გიორგი კეთილაძე - ბირთის კვრა, რომან ბადრიძე - სიგრძეზე ხტომა, გიორგი დავითაშვილი -ბადროს ტყორცნა,  დავით ლუკავა -400 მ/ თარჯმრენი, საბა ხვიჩავა -2000 მ/ წინაღობები, ივანე ძოძუაშვილი - ამანთრბენი, თამთა ღვინიაშვილი -2000 მ/ წინაღობები.

"თბილისი 2016" არის მიმდინარე წლის ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რაც უნდა ჩატარდეს საქართველოში. ეს არის ასევე ისტორიული ღონისძება იმიტომ, რომ პირველად ტარდება ევროპის მასშტაბით - პირველი ევროპის მძლეოსნობის ახალგაზრდული ჩემპიონატი, მსგავსი ურთიერთთანამშრომლობა კიდევ ბევრ წარმატებას მოუტანს როგორც ქართულ სპორტს, ისევე ქართულ ბიზნესს", - განაცხადა საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა ალექსი ახვლედიანმა.

გახსნის ოფიციალური ცერემონიალი 13 ივლისს, 20:16 წუთზეა დაგეგმილი. კომპანია "მაქრო ქონსთრაქშენი“ მაქსიმალურად  ხელს უწყობს ცხოვრების ჯანსაღ წესის განვითარებას და წარმატებებს უსურვებს თითოეულ მონაწილეს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 15:31

    მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ ი...

    7 ოქტომბერი ისტორიაში სამარცხვინო დღედ ჩაიწერება, მსოფლიო გახდა ებრაელების მკვლელობის მოწმე მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ებრაელები იყვნენ. აქ ვიმყოფებით ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, ევროკომისიის პრეზიდ...

  • 11:34

    ვლადიმერ პუტინი - პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი ი...

    პრიგოჟინი რთული ბედის ადამიანი იყო, სერიოზული შეცდომები ჰქონდა ცხოვრებაში,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” ლიდერთან დენის პუშილი...

  • 12:37

    სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა, დაღუპულია 12 ...

    თურქეთის პროვინცია იოზგატში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. მედიის ინფორმაციით, იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგა...

  • 15:50

  • 16:54

    „Art-გენი“ „ახალ საირმეში“...

    „Art-გენი ჯგუფი ახალი საირმისთვის“ - ამ სახელითა და იდეით გამართულ აქცია-კონცერტებს 19, 20 მაისს სასტუმრო „ახალმა საირმემ“ უმასპინძლა. ქართული ფოლკლორისა და თვითშემოქმედების ფე...

  • 09:53

  • 12:29

    მთავრობამ იზოლაციაში მოაქცია თავი და ცდილობს, გაამ...

    საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბმა უკრაინის წლისთავთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგზე ისაურა, რომ ევროპა ერთაინი დადგა უკრაინასთან ბრძოლაში და აჩვენა კონსოლიდაციის უპრეცენდენტო მაგალითი, რის ფო...